აშშ-მა ევროპაში ტანკები გაგზავნა

აშშ-მა ევროპაში ტანკები გაგზავნა

აშშ ევროპაში მძიმე ტექნიკას აგზავნის. მიზანი რუსეთი მეზობლების დაცვაა. ამერიკული შეიარაღების მსხვილი პარტია ბრემენის პორტში 6 იანვარს ჩაიტანეს. მათ შორის იყო ტანკები, თვითმავალი ქვემეხები და სხვადასხვა დანიშულების სამხედრო მანქანები. მძიმე ტექნიკას პოლონეთის ქალაქ ჟაგანის სიახლოვეს მდებარე პოლიგონზე ჩაიტანენ. მომდევნო დღეებში შეიარაღების ნაწილს რუმინეთსა და ბალტიის ქვეყნებში გააგზავნიან.

შეიარაღებასთან ერთად ევროპაში ოთხი ათასი ამერიკელი ჯარისკაციც ჩავა - ქვეითთა დივიზია და სატანგო ბრიგადა.

აღმოსავლეთ ევროპის მხარდასაჭერად მიმართული პროგრამის გაგრძელების გადაწყვეტილება ნატო-ს წევრი სახელწმიფოების ლიდერბმა 2016 წლის ივლისში მიიღეს.