კახა კალაძე საშობაო ლიტურგიას სოფელ ნაბაკევში დაესწრო

კახა კალაძე საშობაო ლიტურგიას სოფელ ნაბაკევში დაესწრო

ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე საშობაო ლიტურგიას სამტრედიის მუნიციპალიტეში, სოფელ ნაბაკევში მიტროპოლიტ ნაზარის სახელობის ტაძარში დაესწრო, რომელიც მისი ძალისხმევით აიგო. ტაძრის მშენებლობა 3 წელიწადს გაგრძელდა და 2011წლის თებერვალში დასრულდა.