არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ განხეთქილება ჩემმა წერილმა გამოიწვია

არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ განხეთქილება ჩემმა წერილმა გამოიწვია

არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ განხეთქილება ჩემმა წერილმა გამოიწვია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ „ნაციონალურ მოძრაობის“ ოფისის დატოვების შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, პრობლემა პარტიაში დიდი ხანია არსებობს და იგი ახლა პრობლემის მოგვარებაზეა ორიენტირებული. „არ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ განხეთქილება ჩემმა წერილმა გამოიწვია. ეს არ არის მართალი, პრობლემა დიდი ხანია დგას. მე ახლა მოწადინებული ვარ პრობლემის მოგვარებაზე და პრობლემის გენეზისზე საუბარს არ ვაპირებ. ამას არანაირი აზრი არ აქვს“, - აღნიშნა უგულავამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა რურუას აზრით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ განხეთქილება გიგი უგულავას მიერ გამოქვეყნებულ ღია წერილს მოჰყვა. მისი თქმით, წერილი უადგილო იყო და აღნიშნულთან დაკავშირებით თავად გიგი უგულავასაც განუცხადა. შესაბამისი განცხადება ნიკა რურუამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ გააკეთა.