გიგი უგულავას საქმეზე აშშ-ის საელჩოს პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს

გიგი უგულავას საქმეზე აშშ-ის საელჩოს პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პრესსამსახური გიგი უგულავას საქმეზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

"ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ყოფილი მერის, გიგი უგულავას საქმის განვითარებას. გასაჩივრების უფლება არის ნებისმიერი დემოკრატიული სასამართლო სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილი. სააპელაციო სასამართლომ შეაფასა მტკიცებულებები და მხარეებს მისცა საშუალება, ედავათ კანონის შესაბამისობაზე და წარმოედგინათ სამართლებრივი არგუმენტები.

ეს ნაბიჯები არის ცხადი მაგალითი იმისა, რომ სასამართლო სისტემას აქვს საშუალება, იყოს დამოუკიდებელი, რაც ნებისმიერი ჯანსაღი დემოკრატიული სისტემის განუყოფელი ნაწილია.

ადრეც გვითქვამს, რომ სასამართლო ხელისუფლების ყველა შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს თავისუფალი პოლიტიკური ზეწოლისგან. როგორც ასეთი, სასამართლოს გადაწყვეტილების სისწორეზე კომენტარის გაკეთება ჩვენი მხრიდან შეუფერებელი იქნება", - ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.