„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელი მდივანი სერგო რატიანი იმედოვნებს, რომ გიგი უგულავა პარტიაში შექმნილ ვითარებაში პოზიტიურ როლს შეასრულებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სერგო რატიანმა სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებასთან გიგი უგულავას გათავისუფლების შემდეგ განუცხადა.
როგორც სერგო რატიანმა აღნიშნა, აღნიშნულთან დაკავშირებით ის დეტალებზე ვერ ისაუბრებს. ამასთან, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა გიგი უგულავას გათავისუფლება დადებითად შეაფასა.
„ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებით ძლიერი იყო საერთაშორისო ზეწოლა ხელისუფლებაზე და ეს არის იმის წინაპირობა, რომ რეჟიმი გატყდება და დანარჩენი პოლიტპატიმრებიც იქნებიან თავისუფალი. მე ასევე იმედი მაქვს, რომ გიგი უგულავა პოზიტიურ როლს შეასრულებს იმაში, რაც ბოლო დღეების განმავლობაში ხდება პარტიაში“, - განაცხადა სერგო რატიანმა.