ხვალ უიტნი ჰიუსტონის ხსოვნას პატივს მიაგებენ

ხვალ უიტნი ჰიუსტონის ხსოვნას პატივს მიაგებენ

20 მაისს აშშ-ის ქალაქ ლოს-ანჯელესში პრესტიჟული “Billboard Music Awards”-ის დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართება.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ამ  ღონისძიებაზე ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი მომღერალი უიტნი ჰიუსტონის ხსოვნას განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ.

ჰიუსტონი “ათასწლეულის მომღერლის” საპატიო წოდებით დაჯილდოვდება.

ამ პრიზს მუსიკოსის ქალიშვილი ბობი კრისტინა ჩაიბარებს. საზეიმო კონცერტის მიმდინარეობისას, მომღერლები ჯორდინ სპარქსი და ჯონ ლეჯენდი ჰიუსტონის ხსოვნას სპეციალურ კომპოზიციებს მიუძღვნიან.