ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პირველობას ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსი პოლ მაკარტნი ინარჩუნებდა, მაგრამ რამდენიმე დღის წინ ბონომ ინგლისელი მეორე ადგილზე ჩამოაქვეითა.
დღეისათვის ირლანდიული ჯგუფის ლიდერის ქონება 1.5 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, სერ პოლ მაკარტნის აქტივში კი მხოლოდ და მხოლოდ 665 მილიონი დოლარია.
საინტერესოა, რომ ჯგუფმა “U2” გასულ წელს 293 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ამჟამად ჯგუფის წევრები ახალ სტუდიურ ჩანაწერზე მუშაობენ. ჯერჯერობით უცნობია მისი სახელწოდება და გაყიდვაში გამოსვლის ზუსტი თარიღი.