ფლორიდაში, 63 წლის ასაკში, 70-იანი წლების დისკოს დედოფალი დონა სამერი გარდაიცვალა.
ის დიდი ხნის განმავლობაში იყო ფილტვის კიბოთი დაავადებული, თუმცა ცდილობდა თავისი დამოკიდებულება გარშემომყოფებისთვის არ მოეხვია თავს და ამ დაავადებაზე არასდროს საუბრობდა,
დონა სამერმა წარმატების პიკს 1979 წელს მუსიკალური კრებულით ““Bad Girls” -ით მიაღწია. 1983 წელს სამერს ასევე დიდი პოპულარობა მოუტანა ცნობილმა ჰიტმა “She Works hard for the Money.” მას „დისკოს დედოფალი“ უწოდეს.
სონა სამერის მთავარი ჰიტებია „I Feel Love“ და „Love To Love You Baby“. „დსკოს დედოფალმა“ მსოფლიო საგასტროლო ტურნე დიდი წარმატებებით, შვიდჯერ ჩაატარა. დონა სამერის მეუღლე მომღერალი და კომპოზიტორი ბრუს სუდანო იყო. წყვილს ორი შვილი ჰყავს.
პრეზიდენტმა ობამამ და მისმა მეუღლემ მიუსამძიმრეს სამერის ოჯახს და დონა სამერს მუსიკის ლეგენდა უწოდეს.
|