63 წლის მუსიკოსი ქალაქ მაიამიში ახალ სტუდიერ ალბომზე მუშაობდა. მისი სიკვდილის მიზეზი ჯერჯერობით ოფიციალურად ცნობილი არ არის.
დონა სამერმა პოპულარობას წინა საუკუნის 70-იან წლებში მიაღწია. 1979, 1980, 1984, 1985 და 1998 წლებში პრესტიჟული “გრემის” მთავარი ჯილდო დაიმსახურა.
მომღერალმა პროფესიული კარიერის განმავლობაში 17 ალბომი ჩაწერა. მის მიერ შესრულებული კომპოზიციები “Hot Stuff”, “Last Dance”, “I Feel Love” მსოფლიოში დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს.