თურქეთის ქალაქ კეისერში მომხდარ აფეთქებას 13 ჯარისკაცი ემსხვერპლა

თურქეთის ქალაქ კეისერში მომხდარ აფეთქებას 13 ჯარისკაცი ემსხვერპლა

13 ჯარისკაცი გარდაიცვალა, ხოლო 48 დაშავდა დღეს თურქეთში ქალაქ კეისერში მომხდარი აფეთქებისას. თურქეთში ქალაქ კეისერში დღეს უნივერსიტეტის ახლოს დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა, რომელმაც ჯარისკაცებით სავსე ავტობუსი დააზიანა.

თურქეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილის ვეისი კაინაკის თქმით, ეს ტერორისტული აქტი ძალიან ჰგავს გასულ კვირას სტამბოლში მომხდარ ტერორისტულ აქტს.