ფიქრია ჩიხრაძე - მმართველმა ძალამ აირჩია იმავე გზით სიარული, რაც წინა ხელისუფლებების დროს არაერთხელ დაიწუნეს

ფიქრია ჩიხრაძე - მმართველმა ძალამ აირჩია იმავე გზით სიარული, რაც წინა ხელისუფლებების დროს არაერთხელ დაიწუნეს

შეიძლებოდა უკეთესი გზით გვევლო, მაგრამ მმართველმა ძალამ აირჩია იმავე გზით სიარული, რაც წინა ხელისუფლებების დროს არაერთხელ დაიწუნეს, - ამის შესახებ პოლიტიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ, საკონსტიტუციო კომისიის შექმნის საკითხის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც ჩიხრაძემ აღნიშნა, პრეზიდენტის ადმინისტრაცია საკონსტიტუციო კომისიასთან და პროცესთან დაკავშირებით დაუსრულებელად კომენტარების კეთებას აღარ აპირებს. 

”ჩვენ 19 ოქტომბერს შევთავაზეთ მმართველ ძალას და საზოგადოებას იდეა, რომელიც ჩვენი თვალსაზრისით საკონსტიტუციო პროცესს, კომისიას, შესძენდა ძალიან მაღალ ლეგიტიმაციას, სანდოობას და იქნებოდა გარანტი, ფართო კონსენსუსის პროდუქტის შექმნის. სამწუხაროდ, ორი თვის თავზე, კონსულტაციის გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პირველსავე განცხადებაში გამოვთქვით მზადყოფნა, რომ მზად ვიყავით ამ თემაზე ფართო კონსულტაციის გამართვისთვის, მივიღეთ კატეგორიული უარი მმართველი ძალის მხრიდან. მოცემულობა არის ასეთი, რომ შეიძლებოდა უკეთესი გზით გვევლო, მაგრამ მმართველმა ძალამ აირჩია იმავე გზით სიარული, რა გზაც არაერთხელ დაიწუნეს საკონსტიტუციო პროცესთან დაკავშირებით, წინა ხელისუფლებების პერიოდში. ჩვენ აღარ ვაპირებთ ამ თემაზე დაუსრულბლად კომენტარების კეთებას. ჩვენ აქტიურად დავაკვირდებით პროცესს. იმედი გვაქვს, ის გამჭვირვალე იქნება და ამავე დროს საერთო-სახალხო განხილვის ეტაპზე ჩვენ ძალიან აქტიურად ჩავერთვებით ამ პროცესში”, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.