საქართველოს სასოფლო-სამეურნეო მიწის მცირე რესურსი აქვს და უცხოელებზე იმ შემთხვევაში უნდა გასხვისდეს, თუ სახეზე გვექნება მსხვილი საინვესტიციო პროექტი,- ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალსიტებს განუცხადა.
როგორც წულუკიანმა განმარტა, „ქართულმა ცნებამ“ სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებისთის მიყიდვაზე გამოაცხადა მორატორიუმი, ეს აკრძალვა კი, გახსოვთ, გიორგი პაპუაშვილის ხელმძღვანელობით საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა.
„ამის შემდეგ აღმოვჩნით რეალობაში, როგორი რეალობაც არის დღეს - უცხოელს აქვს შესაძლებლობა, ნებისმიერ პირობებში, მისთვის საინტერესო ნებისმიერი მიწის ნაკვეთი შეიძინოს. ჩვენ გვაქვს მცირე რესურსი, ამას 4 წელია, ვამბობ და დღესაც ვიმეორებ. ამიტომ, თუკი ის გასხვისდება, უნდა გასხვისდეს მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა მსხვილი საინვესტიციო პროექტი“,-აღნიშნა თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრემიერთან შეთანხმებით, წინა მოწვევის პარლამენტში იუსტიციის სამინისტროს მიერ გადაგზავნილია შესაბამისი კანონპროექტი.
„ახალი მოწვევის პარლამენტმა კანონპორექტი დღის წესრიგში ჩასვა და იმედი მაქვს, განხილვები იანვრიდან დაიწყება“,- განცხადა თეა წულუკიანმა.