15-16 დეკემბერს ბუდაპეშტში „საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ“ შეთანხმების პროექტის ტექსტთან დაკავშირებით ორმხრივი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართა.
საქართველოს დელეგაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ხელმძღვანელობდა.
გენადი არველაძესა და უნგრეთის ეროვნული ეკონომიკის სახელმწიფო მდივან იშტვან ლეპშენს შორის გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე აღნიშნული მოლაპარაკებების მსვლელობისას შეთანხმების პროექტის ტექსტთან დაკავშირებით მიღწეული შედეგები განიხილეს.
შეთანხმების გაფორმება ხელს შეუწყობს უნგრული ინვესტიციების განხორციელებას საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში.