პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომლის მიხედვით აქციზის გადასახადი ძვირდება

პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომლის მიხედვით აქციზის გადასახადი ძვირდება

პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომლის მიხედვით აქციზის გადასახადი ძვირდება.103 ხმით  6 წინააღმდეგ პარლამენტმა აღნიშნულ ინიციატივა დღეს პლენარულ სესიაზე მიიღო.

ინიციატივის მიხედვით, ძვირდება მარცხენა და მარჯვენასაჭიანი ავტომობილების, საწვავის და საავტომობილო ზეთის აქციზის გადასახადი, რაც ავტომატურად გამოიწვევს ავტომანქანების გაძვირებას. ხოლო მაღალშემოსავლიან ოჯახებს ავტომობილზე ქონების გადასახადი უწესდებათ. ასევე, ძვირდება თამბაქოს აქციზის გადასახადი და აზარტული თამაშის მოსაკრებლის რაოდენობა.