აზერბაიჯანის ტერიტორიაზე საქართველოს მიმართულებით მიმავალი სამგზავრო ავტობუსი სატვირთო მანქანას შეეჯახა.
ავტოსაგზაო შემტხვევის შედეგად დაშვდა ავტობუსის 20 მზგავრი, ასევე ორივე სტრანსპორტო საშუალების მძღოლი.
შემთხვევა ბაქო-გაზახის ავტომაგისტრალზე მოხდა. ავტობუსი ქართული ნომრებით მოძრაობდა, მგზავრებს შორის იმყოფებოდნენ აზერბაიჯანული ეროვნების საქართველოს მოქალაქეები.
როგორც სააგენტო 1news.az-ი იტყობინება, 13 დაშავებულს სამედიცინო დამხარება ადგილზე აღმოუჩინეს, ცხრა კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.