სამწუხაროა, რომ ზოგიერთი ჩვენი თანაგუნდელი იყენებს ივანიშვილისა და სუს-ისთვის დამახასიათებელ ბინძურ კამპანიას

სამწუხაროა, რომ ზოგიერთი ჩვენი თანაგუნდელი იყენებს ივანიშვილისა და სუს-ისთვის დამახასიათებელ ბინძურ კამპანიას

სამწუხაროა, რომ ზოგიერთი ჩვენი თანაგუნდელი ასეთ კამპანიაშია ჩართული და იყენებს სწორედ ივანიშვილისთვის, სუს-ისთვის დამახასიათებელ ბინძურ კამპანიას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უმცირესობის დეპუტატმა გიგა ბოკერიამ განუცხადა.

მისი თქმით, ,,ნაციონალურ მოძრაობაში’’ მიმდინარეობს ჯანსაღი დემოკრატიული პროცესები. ,,ნაციონალური მოძროაობის“ შიგნით მიმდინარეობს ძალიან მწვავე დისკუსია მნიშვნელოვან საკითხებზე. სხვათა შორის ეს განასხვავებს სხვა ბევრ საკითხთან ერთად ,,ნაციონალურ მოძრაობას“ ,,ქართული ოცნებისგან“. ეს არის დემოკრატიულ გზაზე მდგომი პარტია. სამწუხაროა, რომ როგორც საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ისე პოლიტიკაში, ამ ჯანმრთელ პროცესს თან ახლავს ხოლმე ის, რაც პოლიტიკას სხვაგანაც ახლავს ხოლმე - ბინძური ბრლადებები, ცილისწამება, უსინდისო კამაპნია. სამწუხაროა, რომ ზოგიერთი ჩვენი თანაგუნდელი ასეთ კამპანიაშია ჩართული და იყენებს სწორედ ივანიშვილისთვის, სუს-ისთვის დამახასიათებელ ბინძურ კამპანიას. საერთო ჯამში ეს არის თანმდევი დემორკატიული პროცესი და ეს არჩევანი, რომელიც ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ რამდენიმე წლის წინ გააკეთა, ყველა შემთხვევაში არის სწორი“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.