ლეონიდ კალაშნიკოვს ან უნდოდა, დესტრუქციული განცხადება გაეკეთებინა, ან მან არ იცის, რა არის ვიზალიბერალიზაციით მოტანილი სიკეთე ჩვენი მოქალაქეებისათვის, - ასე გამოეხმაურა სახელწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე დუმის დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ კალაშნიკოვის განაცხადებას, რომელმაც საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას "სატყუარა" უწოდა.
„ასეთ განცხადებას რომ აკეთებ, პირველი, რიტორიკულად შეიძლება იყოს დესტრუქციული და გესმის მნიშვნელობა, მაგრამ მაინც ამბობ, რადგან დესტრუქციული იყო. ან მეორე, არ იცის ის სიკეთე, ღირებულება, რაც მოაქვს თითოეული ქვეყნის, პარტნიორი ქვეყნის, ასოცირებული ქვეყნის მოქალაქეებისთვის იმ სიკეთეს, რასაც განსაზღვრავს ევროკავშირთან და შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლა“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ვიქტორ დოლიძემ.