ჯანდაცვის უწყებაში თანამშრომელთა შემცირება არ იგეგმება

ჯანდაცვის უწყებაში თანამშრომელთა შემცირება არ იგეგმება

ხარჯების პროცენტის შეკვეცაზე საუბარი შესაძლებელი იქნება მას შემდეგ, რაც პარლამენტი მომავალი წლის ბიუჯეტს დაამტკიცებს,-  განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

დავით სერგეენკოს თქმით, ზოგადად სამინისტროებში ადმინისტრაციული და სახელფასო ანაზღაურების 10% -იანი კლებაა მოსალოდნელი.

 „ჩვენ საკმაოდ გამოწურული ბიუჯეტი გვქონდა, მაღალი ადმინისტრაციული ხარჯები ისედაც არ გვქონდა. ახლა ვგეგმავთ დაზოგვები განვახორციელოთ ჯამურ ბიუჯეტში იმისთვის,  ვინც მართლა ეფექტურად მუშაობს 10%-იანი კლება არ მოხდეს, არამედ შევქმნათ იმის შესაძლებლობა, რომ მათ სხვა მიმართულებით დაზოგილი თანხები დავუბალანსოთ“,- განაცხადა სერგეენკომ.

მისივე თქმით, ჯანდაცვის უწყებაში თანამშრომელთა შემცირება არ მოხდება.

 „ჩვენი პირდაპირი ამოცანა არ არის თანამშრომლების შემცირება. არავითარ შემთხვევაში, ეს არ ყოფილა და არც იქნება. ბიუჯეტის პარამეტრებმა კიდევ უფრო დაგვაჩქარებინა იმ ინსტრუმენტების ამუშავება, რომელიც ობიექტური კრიტერიუმებით გაზომავს თანამშრომლების მუშაობის შესრულებას. ვფიქრობ, თანამშრომელთა შემცირება არ იქნება, ან თუ იქნება, ერთეულ შემთხვევებში“,- აღნიშნა დავით სერგეენკომ.