თედო ჯაფარიძის მუშაობა საგარეო მიმართულებით ჩვენს პრიორიტეტებს ძალიან წაადგება

თედო ჯაფარიძის მუშაობა საგარეო მიმართულებით ჩვენს პრიორიტეტებს ძალიან წაადგება

თედო ჯაფარიძის მუშაობა საგარეო მიმართულებით ჩვენს პრიორიტეტებს ძალიან წაადგება, მას ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ამ შეთავაზების მიღებისთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თედო ჯაფარიძის საგარეო ურთიერთობათა საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დანიშვნის შესახებ.

მთავრობის სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ თედო ჯაფარიძე უაღრესად გამოცდილი და უმაღლესი რანგის პროფესიონალია.

„თედო ჯაფარიძე არის უაღრესად გამოცდილი, უმაღლესი რანგის პროფესიონალი, რომლის მუშაობაც ჩვენს გუნდში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საგარეო მიმართულებით, საქართველოს უმნიშვნელოვანესი გეგმების განხორციელების საქმეში და მინდა ყველა თქვენგანს მოგილოცოთ ეს ძალიან უმნიშვნელოვანესი რამ“, -განაცხადა პრემიერმა.