მინდა გამოვეხმაურო იმ აბსოლუტურად გაუფრთხილებელ ბრალდებებს, რომელიც არაერთხელ გაისმა ამ დღეების განმავლობაში და მინდა განვაცხადო, რომ ქართული საბანკო სექტორი არის ერთ-ერთი ყველაზე გავნითარებული ჩვენს რეგიონში და არამხოლოდ, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საბანკო სექტორის მიმართ მთავრობას სრული ნდობა აქვს. პრემიერი ყველას მოუწოდებს, თავი შეიკავონ დაუსაბუთებელი ბრალდებებისგან.
„ჩვენ გვყავს ძალიან განვითარებული ფინანსური ინსტიტუტები და მათი ჩართულობა დაგეგმილ რეფორმებში არის უმნიშვნელოვანესი. ისინი წარმოადგენენ ძალიან მნიშვნელოვან რგოლს ჩვენი ეკონომიკის განვითარების და ნებისმიერი უარყოფითი, მითუმეტეს აბსოლუტურად დაუსაბუთებელი ბრალდება ამ მიმართულებით, იწვევს ძალიან მნიშვნელოვან უაროფით შედეგებს. ამიტომ ყველას მოვუწოდებ, განსაკუთრებით მათ, ვისაც ჩვენ ხშირად ვხედავთ ტელეეთერებში, რომ ამ მიმართულებით სიფრთხილე გამოიჩინონ. როდესაც საუბარია კრიტიკაზე, არავისთვის კრიტიკა უცხო არ არის, მითუმეტეს არც მთვრობისთვის და არცერთი ინსტიტუტისთვის, მაგრამ როდესაც საფინანსო ინსტიტუტს ეხება საკითხი, ეს არ შეიძლება საჯარო იყოს მანამდე, სანამ ყველა არგუმენტი არ იქნება განხილული იმ ფომარტებში, რომელიც თავს აგვარიდებს ასეთი მგრძნობიარე ინსიტუტიციებისადმი ასეთი ტიპის ბრალდებებს“,- განაცხადაგიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, არამხოლოდ საბანკო სექტორის, არამედ მთლიანად ბინზესის და კერძო სექტორის მონაწილეობა რეფორმირების პროცესში, არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი.
"ფინანსთა მინისტრმა განაცხადა და მეც ვიმეორებ, რომ ჩვენი საბანკო სექტორისადმი გვაქვს სრული ნდობა. ვართ ძალიან მჭირდო კოორდინაციაში და მათი მონაწილეობა, არამხოლოდ საბანკო სექტორის, არამედ მთლიანად ბინზესის და კერძო სექტორის ამ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმირების პროცესში, არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ამიტომ ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამას“, -აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.