საკონსტიტუციო კომისიას ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს

საკონსტიტუციო კომისიას ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს

პარლამენტში სახელმწიფო-საკონსტიტუციო კომისი, მომავალ კვირაში შეიქმნება.

2030.news-ის ინფორმაციით, კომისიას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.

სავარაუდოდ მომავალ კვირაში, ბიუროს სხდომაზე გადაწყდება, როგორი იქნება კომისიის შემადგენლობა, ვინ რამდენი კვოტით იქნება წარმოდგენილი კომისიაში.

კომისიაში კობახიძეს თანათავმჯდომარე არ ეყოლება.

საკონსტიტუციო კომისია წინა მოწვევის პარლამენტშიც იყო შექმნილი, თუმცა არც ერთ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია.