დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროპის საინვესტიციო ბანკს თბილისის სტიქიური მოვლენების დრო მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროპის საინვესტიციო ბანკს თბილისის სტიქიური მოვლენების დრო მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროპის საინვესტიციო ბანკს 2015 წლის თბილისის სტიქიური მოვლენების დრო მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

განცხადება პირველმა ვიცე-პრემიერმა ევროპის საინვესტიციო ბანკთან სამი საფინანსო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გააკეთა.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სწორედ EIB იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც მზადყოფნა განაცხადა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ თანხების გამოყოფის შესახებ, რაც რეალურად განხორციელდა და ქვეყანამ 50 მილიონი ევრო მიიღო.