ევროკავშირის მიერ უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის მიცემა სატყუარაა

ევროკავშირის მიერ უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის მიცემა სატყუარაა

ევროკავშირის მიერ უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის უზრუნველყოფის შესაძლებლობა „სატყუარაა“, რომელიც ხალხის ცხოვრებას არ გააუმჯობესებს და არ გადაჭრის მათ პრობლემებს, - განაცხადა რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ს კონიტეტის ხელმძღვანელმა ლეონიდ კალაშნიკოვმა სააგენტო „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში.

„მათ უვიზო რეჟიმს აძლევენ, მაგრამ სამუშაო და სხვა უფლებების გარეშე. ეს ასეთი სატყუარაა, რომელიც არაფერს წყვეტს მათთვის, ვინც ბინის, განათლების გადასახადი უნდა გადაიხადოს“, - ამბობს ლეონიდ კალაშნიკოვი.

რუსმა დეპუტატმა მოლდოვას გამოცდილებაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ ტურისტული ვიზებია.

„შეხედეთ მოლდოვას და მის გამოცდილებას. მათ ასევე მისცეს უვიზო რეჟიმი, მაგრამ ამაში ხომ არ არის სახელმწიფოს ცხოვრების აზრი. მისცემენ მათ უვიზო რეჟიმს, მაგრამ ნუთუ ეს რამეს იძლევა? რა თქმა უნდა, არა. მითუმეტეს, რომ ეს ტურისტული ვიზებია, რომელიც ბევრ ქვეყნებს აქვთ, მაგრამ არ იძლევიან მუშაობის უფლებას“, - აღნიშნა რუსმა დეპუტატმა.