წინა კვირას ბრიტანელი ჟურნალისტები ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ესაუბრნენ და სხვა შეკითხვებთან ერთად მისი მუსიკალური გემოვნების გაგებასაც შეეცადნენ. ბატონმა დევიდმა განაცხადა, რომ მისი საყვარელი მუსიკალური ალბომი “Pink Floyd”-ის “Dark Side Of The Moon” გახლავთ.
საინტერესოა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრს გემოვნება უკეთესობისაკენ შეეცვალა.
2010 წელს კემერონმა თანამემამულე მას-მედიას განუცხადა რომ მისი საყვარელი ჯგუფები “Smiths”, “The Killers”, “Radiohead”, “Pulp” და “Blur” არიან.