აჭარის მაღალმთიანეთში მთელი ღამის განმავლობაში გადაუღებლად თოვდა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, თოვლის საფარმა მეტრნახევარს გადააჭარბა.
ამასთან, უკვე შესაძლებელია გადაადგილება ბათუმი-ხულოს დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე. ხულოს გამგებლის, ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით, 10:00 საათიდან საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლები შიდასასოფლო გზების გაწმენდას დაიწყებენ.
„ამ დროისთვის აჭარის მაღალმთიანეთში აღარ თოვს, თუმცა ყინვაა. ცენტრალურ მაგისტრალზე ყველა სახის ტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელია. 10:00 საათიდან ეტაპობრივად შიდა სასოფლო გზების გაწმენდა დაიწყება. დღის ბოლომდე ყველა სოფელთან სატრანპორტო მოძრაობა აღდგება“, -აღნიშნა ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ ბაუჩაძემ.