საგადასახადო სამსახური მამუკა ღლონტისგან რადიო „მაესტროს“ შემოწმების მასალების გასაჯაროების უფლებას მოითხოვს

საგადასახადო სამსახური მამუკა ღლონტისგან რადიო „მაესტროს“ შემოწმების მასალების გასაჯაროების უფლებას მოითხოვს

საგადასახადო სამსახური გეგმავს, ოფიციალურად მიმართოს რადიო „მესტროს“ დირექტორს, მამუკა ღლონტს და მისგან რადიოს შემოწმების მასალების გასაჯაროების უფლება მიიღოს.

ამის შესახებ 2030.news-ს შემოსავლების სამსახურის აპარატის უფროსმა, ხატია მოისწარფიშვილმა განუცხადა.

როგორც მოისწარიშფილმა აღნიშნა, საგადასახადო კანონმდებლობით, საგადასახადო უწყებას არ აქვს უფლება, შესამოწმებელი ობიექტის ნებართვის გარეშე განასაჯაროოს შემოწმების დეტალები, ნებართვის მიღების შემთხვევაში, საგადასახდო სამსახური ამ მასალებს გამოაქვეყნებს.

„რადიო „მაესტროში“ იყო ჩვეულებრივი, კანონით გათვალისწინებული, თემატური და არა გეგმური შემოწმება. რაც მთავარია, ამ ქმედების შედეგად რადიო „მაესტროს“ არანაირი პრობლემა არ შექმნია“,-აღნიშნა მოისწრაფიშვილმა.

მამმუაკ ღლონტმა დღეს სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ "ალბათ ერთადერთი სოლიდური მედია ორგანიზაცია, რომელშიც საგადასახადომ შემოწმება დაიწყო, არის რადიო “მაესტრო". 

"ეს შემოწმება უნდა დამთავრებულიყო დეკემბერში, მაგრამ გააგრძელეს თებერვლამდე. მაქვს ეჭვი, რომ სიტუაციას დაგვიძაბავენ და შემოვლენ ჩვენს ოფისში, დაიწყებენ ქექვას და დაშინებას",- წერს მამუკა ღლონტი.