შეჩერების მექანიზმი შეთანხმებულია, სრულად ვუჭერთ მხარს უვიზო რეჟიმის ბოლო ეტაპის დასრულებას

შეჩერების მექანიზმი შეთანხმებულია, სრულად ვუჭერთ მხარს უვიზო რეჟიმის ბოლო ეტაპის დასრულებას

ვიზელიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმი შეთანხმებულია. სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ბოლო ეტაპის დასრულებას,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი  ფედერიკა მოგერინი „ტვიტერზე“ წერს.

მოგერინს „ტვიტერზე“ პასუხობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

"მადლობა მხარდაჭერისთვის და თქვენს მიერ შესრულებული სამუშაოსთვის. საქართველო მოუთმენლად ელოდება ვიზალიბერალზიაციის ბოლო ეტაპის დაჩქარებას“,-წერის გიორგი კვირიკაშვილი.