მუსიკოსის უკმაყოფილების მიზეზი გახდა ის არახელსაყრელი ფინანსური პირობები რომელიც მას ჯგუფში დაბრუნების სანაცვლოდ შესთავაზეს.
უორდის ინფორმაციით,გაერთიანებულ ჯგუფში გამოსვლისათვის მას ისეთი მცირე ანაზღაურება დაუნიშნეს რომ თავი შეურაცხყოფილად იგრძნო. მსოფლიო როკ-მუსიკის ვეტერანის მტკიცებით, ასეთი მცირე თანხის სანაცვლოდ სცენაზე დამწყები მუსიკოსებიც კი არ გამოდიან.
კულუარული ცნობებით ბილ უორდთან ოზი ოსბორნი მოლაპარაკებას აწარმოებდა და იმედი ჰქონდა, რომ მედოლეს “Black Sabbath”-ში დაბრუნებაზე დაიყოლიებდა.
გაერთიანებული “Black Sabbath” პირველ კონცერტს ინგლისის ქალაქ ბირმინგემში 19 მაისს ჩაატარებს.გუშინ ცნობილი გახდა, რომ ოზი ოსბორნმა უორდი ჯგუფში დაბრუნებაზე ვერ დაიყოლია. “ურჩმა” მედოლემ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და ჯგუფს სამუდამოდ გამოემშვიდობა. ოზი ოსბორნის ინფორმაციით, უახლოეს სამ დღეში ახალი მედოლის მოძებნა დასჭირდებათ.