“გადაღებულ ფოტომასალას საგულდაგულოდ ვინახავდი. ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე რომ მათი დიდი ნაწილი გაუჩინარებულია. საცხოვრებელი სახლი რამდენჯერმე გამოვიცვალე და სურათებს განსაკუთრებით ვუფრთხილდებოდი. წინა კვირას მათი დათვალიერება მოვისურვე და სამწუხაროდ ფოტოების დიდი ნაწილი დაკარგული აღმოჩნდა.
იმედი მაქვს რომ ეს ისტორიული სურათები ადრე თუ გვიან უკან დამიბრუნდება. ამ ძვირფასი კოლექციის შექმნას არაერთი წელი მოვანდომე. ვფიქრობ რომ ისინი ახალ სახლში გადასვლის დროს დავკარგე. ფოტოსურათების მპოვნელებს ვთხოვ რომ ისინი უკან დამიბრუნონ”. – განაცხადა რინგო სტარმა.