ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი საავადმყოფოში მოხვდა. ჟურნალისტი ლუბლიანას ქუჩაზე მდებარე გულნარა ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში მოათავსეს.
”ამბები.გე” ნანუკა ჟორლჟოლიანის პროდუსერს მაია სტეფნაძეს დაუკავშირდა. სტეფნაძემ განაცხადა, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი შეუძლოდ დიეტის გამო გახდა.
"იყო დიეტაზე და გახდა ცუდად. თვითონ გვთხოვა სასწრაფო გამოგვეძახებინა. ექიმებმა ჩათვალეს, რომ ნანუკას საავადმყოფოში გადაყვანა მიზანშეწონილი იქნებოდა", - განაცხადა მაია სტეფნაძემ. მისივე თქმით, ტელეწამყვანს გული გაუხდა ცუდად.
ინფორმაციას ჩაფიძის კლინიკაშიც ადასტურებენ. ექიმების განცხადებით, ამ დროისთვის ნანუკა ჟორჟოლიანი თავს უკეთ გრძნობს.