დისკის სახელწოდება ჯერჯერობით უცნობია. მას-მედიაში გავრცელებული ცნობით, ის დღის სინათლეს მიმდინარე წლის 25 სექტემბერს იხილავს.
“No Doubt”-ის ბოლო სტუდიური ჩანაწერი 2001 წლით თარიღდება. მისი სახელწოდება “Rock Steady” გახლდათ.
2004 წლიდან 2008 წლამდე ჯგუფს ახალი არაფერი არ შეუქმნია. სწორედ ამ პერიოდში გადაწყვიტა მისმა ვოკალისტმა გვენ სტეფანიმ მუსიკალური მოღვაწეობის ცალკე გაგრძელება.
2008 წელს ჯგუფის წევრები კვლავ შეერთდნენ და ახალი ალბომის გამოშვება განიზრახეს. სამწუხაროდ ეს იდეა ვერ განახორციელეს, რადგან გვენ სტეფანი საკუთარი პროექტებით იყო დაკავებული.