ამ ღონისძიების დასრულების შემდეგ ქალაქის მერმა მაკარტნის მეხიკოს საპატიო ელჩის წოდება მიაკუთვნა.
უფასო კონცერტს 200 ათასი ადამიანი დაესწრო. ამ მაჩვენებლით ბრიტანელმა საკუთარი მიღწევა გააუმჯობესა. 2003 წელს მოსკოვის წითელ მოედანზე მაკარტნის გამოსვლას 100 ათასი მისი შემოქმედების თაყვანისმცემელი დაესწრო.
სოკალოზე გამოსვლის დასრულების შემდეგ მუსიკოსი მეხიკოს მერ მარსელო ებრარდს შეხვდა და ელჩობის დამადასტურებელი შესაბამისი საბუთები მიიღო.
საინტერესოა, რომ მაკარტნიმ პირადი რეკორდი კი დაამყარა, მაგრამ კოლუმბიელ მომღერალ შაკირას მაინც ვერ აჯობა. 2007 წელს იმავე სოკალოს მოედანზე, ამ ქალბატონის კონცერტს 210 ათასი ადამიანი დაესწრო.