“Radiohead”-ის პროდიუსერმა ახალი ჯგუფი ჩამოაყალიბა

“Radiohead”-ის პროდიუსერმა ახალი ჯგუფი ჩამოაყალიბა

 

გამოცემა “New Musical Express”-ის ცნობით, პოპულარული ჯგუფი “Radiohead”-ის პროდიუსერმა ნაიჯელ გოლდრიჩმა ახალი ჯგუფი ჩამოაყალიბა. მისი სახელწოდებაა “Ultraista”.

ამ ჯგუფის შემადგენლობაში შემდეგი მუსიკოსები შევიდნენ: “R.E.M.”-ის ყოფილი მედოლე ჯოუი ვარონკერი და ლაურა პატინსონი. მესამე წევრი თავად ნაიჯელ გოლდრიჩი გახლავთ.

2000 წელს გოლდრიჩი “გრემის” საპატიო ჯილდოთი დასაჩუქრდა. ეს აღიარება კატეგორიაში “წლის საუკეთესო პროდიუსერი” მიიღო.

გოლდრიჩმა “Radiohead”-ის უკანასკნელი ალბომის “The King of Limbs” ჩაწერაში აქტიური მონაწილეობა მიიღო. ამ პიროვნებას ხშირად “Radiohead”-ის მეექვსე მონაწილედ მოიხსენიებდნენ.

ახალმა ჯგუფმა ერთი კომპოზიციისა და ერთი კლიპის გამოშვება უკვე მოასწრო. მისი წევრების ინფორმაციით, მიმდინარე წლის დასასრულს პირველ ალბომს გამოუშვებენ.