ბიონსე ამოქმედდა

ბიონსე ამოქმედდა

საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე, მსოფლიოში ცნობილი მომღერალი ქალი – ბიონსე, შემოქმედებით კრეზისს განიცდიდა. მიუხედავად, მთელს პლანეტაზე  მისი ფანების მრავალრიცხოვნობისა და ფანების დიდი სურვილისა, რომ ბიონსე კვლავ აქტიური გამხდარიყო, მომღერალი ოჯახური და სხვა პრობლემების გამოისობით, ახალ ალბომზე მუშაობას ვერა და ვერ ახერხებდა.

ახლახანს, ბიონსეს ფანებისათვის მეტად სასიხარულო ცნობა გავრცელდა. მომღერალი ახალ ალბომზე იწყებს მუშაობას და როგორც თავად ბიონსე აცხადებს, მისი უკანასკნელი ალბომი წინა ალბომებზე ბევრად გამორცეული და მისი აზრით, უდავოდ საუკეთესო იქნება.

 ბიონსეს ერთბაშად ორ ხმის ჩამწერ სტუდიასთან აქვს კონტრაქტი გაფორმებული (ბუნებრივია სხვადახვა პირობებით) და რომელი სტუდია ითავებს მისი ალბომის გამოშვებას, ეს ჯერჯერობით არ არის ცნობილი, თუმცა  მომღერლის გააქტიურება რომ ბევრ ადამიანს დააინტერესებს, ეს აქედანვე ცხადია.