დიდუბის რაიონის გამგეობაში ამხანაგობის თავმჯდომარეებისთვის ტრენინგი გაიმართა

დიდუბის რაიონის გამგეობაში ამხანაგობის თავმჯდომარეებისთვის ტრენინგი გაიმართა

დიდუბის რაიონის გამგეობაში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარეებისათვის პროგრამა monitoring.org.ge-ს სპეციალური ტრენინგი გაიმართა, რომელიც ამხანაგობის თავმჯდომარეების აღნიშნულ პროგრამაში მუშაობის სწავლებას ისახავს მიზნად.

დიდუბის რაიონის გამგეობის   „საუკეთესო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კონკურსის“ გამარჯვებულ ამხანაგობის თავმჯდომარეებს პლანშეტები გადაეცათ, რომლის საშუალებითაც აგზავნიან ამხანაგობების ტერიტორიაზე არსებულ სხვადასხვა სახის პრობლემას. პროგრამის საშუალებით გამოგზავნილი პრობლემის საკითხი პრობლემაზე პასუხისმგებელ პირს ავტომატურად ეგზავნება.

საპილოტე პროგრამა monitoring.org.ge  ამხანაგობებში არსებული პრობლემების გამოვლენისა და მოგვარების  ეფექტურობის გაზრდას ისახავს მიზნად.