მე-9 მოწვევის პარლამენტში ”ნაციონალური მოძრაობის” მიზანი იქნება, რომ უმრავლესობა კომფორტულად არ იყოს

მე-9 მოწვევის პარლამენტში ”ნაციონალური მოძრაობის” მიზანი იქნება, რომ უმრავლესობა კომფორტულად არ იყოს

”ნაციონალურმა მოძრაობამ” პარლამენტში შესაძლოა სამი ფრაქცია შექმნას. ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ნადირაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ჯერჯერობით არაა გადაწყვეტილი, ”ნაციონალური მოძრაობის” წევრები, მე-9 მოწვევის პარლამენტში ორ თუ სამ ფარაქციას შექმნიან და ამ თემაზე მსჯელობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. 

”გარკვეულია მხოლოდ ერთი დიდი ფრაქცია, რომლის ხელმძღვანელი იქნება ნიკა მელია, ვიცე-სპიკერის კვოტაზე ჩვენ წარვადგენთ სერგი კაპანაძეს, უმცირესობის ლიდერი კი დავით ბაქრაძე იქნება. ასევე ღიადაა დარჩენილი იმ კვოტების საკითხი, რომლებიც გვეკუთვნის კომიტეტებში, მათ შორის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეების თემებიც”, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა. 
მისივე თქმით, მე-9 მოწვევის პარლამენტში ”ნაციონალური მოძრაობის” მიზანი იქნება ის, რომ უმრავლესობა კომფორტულად არ იყოს. 

”როგორც იყო წინა მოწვევის პარლამენტში, როდესაც ყველა პრინციპულ საკითხზე გვქონდა ჩვენი პრინციპული პოზიცია, გვქონდა საპროცედურო ომები, როცა ამას საჭიროდ ვთვლიდით სწორედ ასევე ვაპირებთ გაგრძელებას”, - აღნიშნა ნადრიაშვილმა.