სერგო რატიანი : პარტიის თავმჯდომარის არჩევაზე არის მოსაზრებები და ამ საკითხს ყრილობა გადაწყვეტს

სერგო რატიანი : პარტიის თავმჯდომარის არჩევაზე არის მოსაზრებები და ამ საკითხს ყრილობა გადაწყვეტს

გაუგებარია როგორ შეიძლება არ დარჩეს მიხეილ სააკაშვილი ”ნაციონალურ მოძრაობასთან” ასოცირებული პირი, - ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” აღმასრულებელმა მდივანმა სერგო რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც რატიანმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი ”ნაციონალური მოძრაობის” ლიდერია. 

”მიხეილ სააკაშვილი პარტიის დამფუძნებელია და ამიტომ გაუგებარია კითხვა იმაზე, როგორ შეიძლება არ დარჩეს მიხეილ სააკაშვილი პარტიასთან ასოცირებული პირი. რაც შეეხება პარტიის თავმჯდომარის არჩევას, ამაზე არის მოსაზრებები და ყრილობა გადაწყვეტს ამ საკითხს”, - აღნიშნა რატიანმა.