შეიძლება ვინმე არ მოგწონდეს, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არის მათი კვოტა

შეიძლება ვინმე არ მოგწონდეს, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არის მათი კვოტა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის მიერ ვიცე სპიკერის პოსტზე წარდგენილი კანდიდატურის მხარდაჭერა მართებული იქნება. 

ასე უპასუხა ვოლსკიმ ჟურნალისტების მიერ დასმულ შესაბამის კითხვას.

ვოლსკის არ დაუკონკრეტებია, „ქართული ოცნება“ ვიცე სპიკერის პოსტზე „პატრიოტთა ალიანსის“ წარდგენილ კანდიდატურას დაუჭერს მხარს თუ „ნაციონალური მოძრაობის“ წარდგენილ კანდიდატურას.

ვოლსკი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება შეთანხმების საფუძველზე უნდა იყოს მიღებული.

„საუბარი იმაზე, თუ ვინ დაუჭერს მხარს და ვინ არ დაუჭერს მხარს, არასწორია. პარლამენტმა დროულად უნდა დაიწყოს მუშაობა სრული კომპლექტაციით, შეიძლება ვინმე არ მოგწონდეს, მაგრამ უნდა გაითვალისწინო, რომ ეს არის მათი კვოტა და ამ კვოტაში წარმოდგენილი კანდიდატურისადმი მხარდაჭერა არის პატივისცემა ამომრჩევლისადმი, რომელმაც ესა თუ ის პარტია აირჩია. მე ვფიქრობ, მართებული და სერიოზული იქნება, მხარი დავუჭიროთ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.