გია ვოლსკი :    „გირჩს“ საზოგადოების „დაბოლება“ აქვს მხედველობაში

გია ვოლსკი : „გირჩს“ საზოგადოების „დაბოლება“ აქვს მხედველობაში

ასეთი განცხადებებით საზოგადოების „დაბოლება“ აქვთ მხედველობაში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომელიც „გირჩის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას გამოეხმაურა.

„მე ვფიქრობ, ასეთი განცხადებებით საზოგადოების „დაბოლება“ აქვთ მხედველობაში, რასაც შემდეგ ეზოებში მოთამაშე ჩვენი ბავშვების „დაბოლება“ მოჰყვება“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

„იმ შემთხვევაში, თუ მეცხრე მოწვევის პარლამენტი და მთავრობა ახალ წლამდე არსებული ნარკოპოლიტიკის ცვლილებას არ განახორციელებს, "გირჩის" წევრები 31 დეკემბერს, 23:59 საათზე, საკუთარ ოფისში, სხვა სრულწლოვან მოხალისეებთან ერთად მარიხუანას საჯაროდ დათესავენ“, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

"გირჩი" ითხოვს: მოხდეს მარიხუანას და მისი შემცველი პროდუქტების მოხმარების ლეგალიზაცია, ასევე საკუთარი მოხმარების მიზნით მარიხუანას კულტივირების და შენახვის ლეგალიზაცია.