განცხადება იმის თაობაზე, რომ პირველი სხდომის თარიღთან დაკავშირებით არ დაველოდეთ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, უადგილოა

განცხადება იმის თაობაზე, რომ პირველი სხდომის თარიღთან დაკავშირებით არ დაველოდეთ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, უადგილოა

ვფიქრობთ, რომ რომ პარლამენტის პირველი სხდომა 18-ში უნდა ჩატარდეს და ამაში საწყენი არაფერია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომელიც გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას იმის შესახებ, რომ დეპუტატებმა პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარების თარიღთან დაკავშირებით ნაჩქარევი განცხადებების გაკეთებისგან თავი უნდა შეიკავონ. 

„განცხადება იმის შესახებ, თუ რატომ არ დაველოდეთ მის გადაწყვეტილებას, უადგილოა, რადგან ცესკომ ოქმი უკვე გამოაქვეყნა. ამ დროს ავტომატურად ხდება პრეზიდენტისადმი მიმართვა და პრეზიდენტის ფორმალური მხარდაჭერა ამ საკითხის მიმართ, როგორც მოვითხოვეთ. ამაზე რაღაც პრეტენზიის გამოთქვა, რომ ჩვენ უფლება მივეცით თავს და თარიღი განვსაზღვრეთ... ეს არის ის დრო, რითიც პრეზიდენტს გვინდა, რომ მივმართოთ. საფუძველი და წინაპირობა იმისა, რომ პრეზიდენტმა უარი გვითხრას, არ აქვს“, - განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, „ამ საკითხზე განცხადების გაკეთება და ზედმეტი დაძაბულობის შემოტანა საჭირო არ არის“.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია დეპუტატებს მოუწოდებს, ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარების თარიღთან დაკავშირებით „ნაჩქარევი განცხადებების“ გაკეთებისგან თავი შეიკავონ. პარლამენტის პირველი სხდომის თარიღი პრეზიდენტმა უნდა განსაზღვროს, თუმცა ცალკეული დეპუტატის მიერ გაკეთებული განცხადებით, ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 18 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიმართება.