გიგა ბოკერია - პარლამენტში შესვლის სწორ გადაწყვეტილებას პარტიის ერთი ნაწილის აგრესიული რეაქცია მოჰყვა, რამაც ძალიან ბინძური კამპანია წაახალისა

გიგა ბოკერია - პარლამენტში შესვლის სწორ გადაწყვეტილებას პარტიის ერთი ნაწილის აგრესიული რეაქცია მოჰყვა, რამაც ძალიან ბინძური კამპანია წაახალისა

პარლამენტში შესვლის ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას ჩვენი პარტიის ერთი ნაწილის ძალიან აგრესიული რეაქცია მოჰყვა, რამაც ძალიან ბინძური კამპანია წაახალისა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, პარტიაში დაპირისპირება სწორედ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას მოჰყვა.

„ჩვენი პარტიის ერთი ნაწილის მხრიდან ამ გადაწყვეტილებას ძალიან აგრესიული რეაქცია მოჰყვა, რამაც ძალიან ბინძური კამპანია წაახალისა ჩვენთან დაკავშირებით, რომ თითქოს ივანიშვილს შევეკარით. ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა, ისევე როგორც ძალიან დიდი შეცდომაა არჩევნებზე ხელის ჩაქნევა, გამოცხადება, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს მაშინ, როცა წინ გველის თვითმმართველობის არჩევნები და ვაპირებთ ჩვენს აქტივთან ერთად ამ არჩევნებზე ბრძოლას. ეს არის ჩვენი ამოცანა, ხალხის გვერდზე დგომა და არა ამ ბინძური კამპანიის წახალისება“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.