უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ პრეზიდენტი პოროშენკო დაკითხვაზე დაიბარა

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ პრეზიდენტი პოროშენკო დაკითხვაზე დაიბარა

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ პრეზიდენტი პოროშენკო დაკითხვაზე დაიბარა. პეტრო პოროშენკოს ევრომაიდნის აქტივისტების წინააღმდეგ 2014 წლის იანვარ-თებრვალში ჩადენილი დანაშაულების გამოძიების ფარგლებში დაკითხავენ.

უკრაინის პრეზიდენტი პროკურატრაში  მოწმის სახით 29 ნოემბერსაა დაბარებული.

ნოემბრის დასაწყისში უკრაინის გენერალური პროკურატურის სპეციალური საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსმა, სერგეი გორბატიუკმა განაცხადა, რომ პოროშენკო თითქმის სამი თვეა დაკითხვაზე არ ცხადდება. იმავე დღეს პრეზიდენტის პრესმდივანმა განაცხადა, რომ პეტრო პოროშენკო მზად არის, პროკურატურაში მივიდეს.

ევრომაიდნის აქტივისტების წინააღმდეგ 2014 წლის იანვარ-თებრვალში ჩადენილი დანაშაულების გამოძიების ფარგლებში უკვე დაკითხეს შინაგან საქმთა მინისტრი არსენ ავაკოვი, უკრაინის ნაციონალური უსაფრთხოებისა და თავდაცვის სამსახურის უფროსი ალექსანდრ ტურჩინოვი, ყოფილი პრემიერი არსენი იაცენიუკი და სხვა პირები.

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, მასობრივი საპორტესტო აქციების დროს დაიღუპა 106 აქტივისტი, ათასზე მეტი კი დაშავდა.