„ქართული ოცნების“ ოფისში მიხეილ გიორგაძე და ლევან დავითაშვილი მივიდნენ

„ქართული ოცნების“ ოფისში მიხეილ გიორგაძე და ლევან დავითაშვილი მივიდნენ

პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ასევე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მივიდნენ.

მინისტრთა კაბინეთის წევრებმა პარტიის ოფისში შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს. ამ დროისთვის „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე, კომიტეტების თავმჯდომარეობის კანდიდატებს ხვდება. დეპუტატ გიორგი კახიანის ინფორმაციით, შეხვედრაზე პარლამენტის პირველი სხდომის საორგანიზაციო საკითხებზე მსჯელობენ.