საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობაში სამი ან ოთხი ფრაქცია იქნება

საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობაში სამი ან ოთხი ფრაქცია იქნება

საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობაში სამი ან ოთხი ფრაქცია იქნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ კანდიდატმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.

„საზოგადოებისთვის უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, ვინ იქნებიან წარმოდგენილი ამ ფრაქციებში და როგორი იქნება მათი სახელწოდებები. ამ საკითხთან დაკავშირებით, უმრავლესობის შიგნით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და კონსულტაციები ამ დროისთვისაც გრძელდება“, - განაცხადა კახიანმა.

კახიანმა ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რა საკითხზე შედგა შეხვედრა "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელ მდივანთან, ირაკლი კობახიძესთან და აღნიშნა, რომ მთავარი თემა პირველი პლენარული სხდომის გამართვა, დაგეგმილი პროცედურები და საორგანიზაციო საკითხები იყო.

კახიანმა ასევე აღნიშნა, რომ პარლამენტის ახალი შემადგენლობა ელის პრეზიდენტის მიერ პირველი სხდომის მოწვევას.

მისი თქმით, სხდომა გაიმართება ცესკო-ს მიერ საბოლოო შედეგის გამოცხადების მეორე დღეს. კახიანი აცხადებს, რომ ეს შეიძლება იყოს 18 ან 19 ნოემბერი.