მჯობნის მჯობნი არ დაილევა და შეფასების დროც დადგება

მჯობნის მჯობნი არ დაილევა და შეფასების დროც დადგება

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გი ვოლსკი მიიჩნევს, რომ დედაქალის მერობის კანდიდატებზე საუბრი ჯერ ნაადრევია.

როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა,  ამ შემთხვევაში გადამწყვეტი იქნება გუნდის კონსოლიდაცია, თუ ვინ იქნება კანდიდატი ქართული ოცნების.

"გუნდი ჩამოყალიბდება. მჯობნის მჯობნი არ დაილევა და შეფასების დროც დადგება",-აღნიშნა გია ვოლსკიმ.

დედაქალაქის მერმა დავით ნარმანია გადაცემა 2030-ში განაცხადა, რომ თუ გუნდში პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება, მზად არის, მერობაზე მეორ ვადით იყაროს კენჭი.