"ქართულ ოცნებაში" ამ დრომდე საპარლამენტო ფრაქციების რაოდენობასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს.
2030.news-ის ინფორმაციით, მმართველ გუნდს პარლამენტში რამდენიმე ფრაქციის შექმნა სურს, თუმცა ფრაქციების კონფიგურაციაზე მოლაპარაკებები გრძელდება.
ამასთან, ფრაქციის შექმნის სურვილის გამოთქვამენ "საქართველოს კონსერვატიურლი პარტია", "მწვანეთა პარტია" და "სოციალ-დემოკრატები", ასევე ე.წ. ბიზნესმენი დეპუტატები - კახა ოქრიაშვილი და გოჩა ენუქიძე.
რეგლამენტის გათვალისწინებით, ფრაქციის შექმნისათვის 6 დეპუტატია საჭირო.