მინდა დაკავებული ვიყოთ დისკუსიით და რაც შეიძლება ნაკლები შენიშვნები გვქონდეს ვარცხნილობაზე, ჩაცმულობაზე, წონაზე

მინდა დაკავებული ვიყოთ დისკუსიით და რაც შეიძლება ნაკლები შენიშვნები გვქონდეს ვარცხნილობაზე, ჩაცმულობაზე, წონაზე

მე მინდა, რომ ჩვენ დაკავებული ვიყოთ ქვეყნის აღმშენებლობაზე დისკუსიით და არა ერთმანეთის ლანძღვით. მინდა რაც შეიძლება ნაკლები შენიშვნები გვქონდეს ერთმანეთის ვარცხნილობაზე, ჩაცმულობაზე, წონაზე და ა.შ. რაც ქართული პოლიტიკის დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილია, - ამის შესახებ ”ქართული ოცნების” წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა კობა ნარჩემაშვილმა დღეს გამართჲლ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორი იქნება მომავალი საპარლამენტო საქმიანობა და წარმოუდგენია თუ არა საპარლამენტო უმცირესობასთან თანამშრომლობა, ნარჩემაშვილმა განაცხადა, რომ პირველ რიგში, ძალიან კარგია, რომ მცდელობა საკონსტიტუციო უმრავლესობა კატასტროფად ყოფილიყო ნაჩვენები, გაქარწყლდა.

”ძალიან კარგია, რომ დასრულდა იმგვარი ინტერპრეტაცია იმისა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა კატასტროფაა ქვეყნისთვის, რადგან რაც კონსტიტუციურია, ძალიან კარგია, მითუმეტეს, იმგვარი ხელისუფლების პირობებში, რომელიც არ არის ავტორიტარული მმართველობისკენ მიდრეკილი. მე საკონსტიტუციო უმრავლესობაში საფრთხეს ვერ ვხედავ, პირიქით. ამ შემთხვევაში ამ მთავრობის მმართველობის შემთხვევაში საკონსტიტუციო უმრავლესობა ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების წინაპირობაა   და დარწმუნებული ვარ, მთავრობა ამას ეფექტურობისთვის გამოიყენებს. ძალიან კარგია, რომ ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა კატასტროფა არ არის, პოლიტიკურ ჩამორჩენილად აღარ ითვლება, რადგან მოსახლეობამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ სწორედ ამ მანდატით გაემარჯვა ”ქართულ ოცნებას”. მე მინდა, რომ ჩვენ დაკავებული ვიყოთ ქვეყნის აღმშენებლობაზე ზრუნვით და არა ერთმანეთის ლანძღვით. მინდა დაკავებული ვიყოთ დისკუსიით და რაც შეიძლება ნაკლები გვქონდეს შენიშვნები ერთმანეთის ვარცხნილობაზე, ჩაცმულობაზე, წონაზე და ა.შ. რაც არის ხოლმე ქართული პოლიციკის დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილი”, - განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

რაც შეეხება უმცირესობასთან თანამშრომლობას, კობა ნარჩემაშვილი მიიჩნევს, რომ კარგი იქნება, თუ საპარლამენტო უმრავლესობა უმცირესობის მიერ ”შემოგდებული” დღის წესრიგით არ იმუშავებს და თავისი საქმიანობით დაკავდება, რაც არის ქვეყნის სოციალურ ეკონომიკურ საკითხებზე ზრუნვა, სასამართლო სისტემაზე, სამართალდამცავი სისტემის რეფორმირებაზე და ა.შ. კობა ნარჩემაშვილი დარწმუნებულია, რომ ეს ყველაფერი ასეც იქნება.