ლარის კურსთან მიმართებაში საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი რამდენიმე კომპლექსური ზომის გატარებას გეგმავენ

ლარის კურსთან მიმართებაში საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი რამდენიმე კომპლექსური ზომის გატარებას გეგმავენ

საქართველოს მთავრობა  და ეროვნული ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან კონსულტაციის შედეგად, ლარის კურსის დასტაბილურებისთვის სხვადასხვა კომპლექსური ზომების გატარებას გეგმავენ.

ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ლარის კურსს უხება. 

როგორც მთავრობის განცხადებაშია აღნიშნული, მომავალი წლის ბიუჯეტში ძირითადი აქცენტი გადატანილი იქნება ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე - გაიზრდება ინფრასტუქტურული პროექტების პორტფელი. ამასთან, მოხდება ადმინისტრაციული ხარჯების მნიშვნელოვანი შემცირება და 2017 წლის ბიუჯეტი ორიენტირებული იქნება სტაბილური და მდგრადი ფისკალური გარემოს განმტკიცებაზე. ანალოგიური მიდგომა იქნება შემდგომი წლების ბიუჯეტების მიმართაც;

„უახლოეს დღეებში, გაცხადდება ერთობლივი სამოქმედო გეგმა, რომელიც, სხვა ღონისძიებებს შორის, გულისხმობს საბაზრო მექანიზმებზე დაფუძნებული კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას დოლარიზაციის თანმიმდევრული შემცირების მიმართულებით. შედეგად, დაჩქარდება ეკონომიკური ზრდა როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში. მოსახლეობის დიდი ნაწილი აღარ იქნება დამოკიდებული გარე ნეგატიური ფაქტორებით გამოწვეული ლარის კურსის მოკლევადიან რყევებზე და არსებითად გაჯანსაღდება ეკონომიკური გარემო ქვეყანაში. დარწმუნებულნი ვართ, რომ გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები ასევე ხელს შეუწყობს პოზიტიური მოლოდინების შექმნას და ლარის კურსის დასტაბილურებას”, - აღნიშნულია მთავრობის განცხადებაში.