რუდი ჯულიანი - დონალდ ტრამპი რუსეთთან ურთიერთობებს გადატვირთავს

რუდი ჯულიანი - დონალდ ტრამპი რუსეთთან ურთიერთობებს გადატვირთავს

აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთთან ურთიერთობებს გადატვირთავს, - განაცხადა ნიუ-იორკის ყოფილმა მერმა რუდი ჯულიანიმ, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივნის ერთ-ერთ კანდიდატად სახელდება. 

როგორც The Wall Street Journal იუწყება, ჯულიანის თქმით, ტრამპის ადმინისტრაცია იმუშავებს როგორც რუსეთთან, ასევე ჩინეთთან ურთიერთობების გადატვირთვაზე. მან აღნიშნა, რომ ობამას ადმინისტრაციამ რუსეთი მოწინააღმდეგედ აქცია, ხოლო რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტ ბარაქ ობამას პატივს არ სცემდა.

„რუსეთი ფიქრობს, რომ ის სამხედრო კონკურენტია, ეს კი ასე ნამდვილად არ არის“, - აღნიშნა რუდი ჯულიანიმ.