რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა, - იუწყება CNN.
პუტინმა „დაურეკა დონალდ ტრამპს, რათა მიელოცა ისტორიული გამარჯვება“, - ასეთ განცხადებას აკეთებს ტრამპის გუნდი. ორივე ლიდერმა განიხილეს სხვადასხვა საკითხები, მათ შორის, საერთო გამოწვევები და საფრთხეები, სტრატეგიული, ეკონომიკური საკითხები და აშშ-რუსეთს შორის ისტორიული ურთიერთობები.
„მხარეებმა ასევე ისაუბრეს ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ და ხაზი გაუსვეს ვაჭრობის მეშვეობით ორმხრივი ურთიერთობების ფუნდამენტის შექმნას“, - აცხადებს კრემლი.
მათ ასევე განიხილეს „საერთო ნომერ პირველი მტრის, საერთაშორისო ტერორიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ, ერთობლივი ძალისხმევის“ საჭიროება.